ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EუროMონეყ თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდო თიბისი ბანკმა ბაზარზე წამყვანი პოზიციისთვის, უმაღლესი სტანდარტებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგებისთვის მიიღო.
„ჩვენთვის საამაყოა Eურომონეყ-ს პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს და კონკურენტულ უპირატესობას კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევისა და საუკეთესო ციფრული შესაძლებლობების შეთავაზების კუთხით”, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად Eურომონეყ-ს მიერ 2011 წლიდან უკვე მეშვიდედ დასახელდა.
Eურომონეყ-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას, ასევე საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. (R)