ყოველწლიურად ექსპერტები სხვადასხვა ქალაქის მონაცემებს აჯამებენ და ადგენენ ევროპის ქალაქების რეიტინგს. ალბათ საინტერესოა მიმდინარე წლის „შედეგები“.
პირველად გამოავლინეს ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქები. რეიტინგი ეფუძვნებოდა მომსახურების სფეროს ფასებს, რომლებიც თითოეულ ტურისტს სჭირდება – ცხოვრება ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, ერთი ჭოქა მარტინი, პიცა და ტაქსით მგზავრობა 8 კილომეტრის მანძილზე. ამ კრიტერიუმების მიხედვით პლანეტის ყველაზე ძვირი ქალაქი პარიზი აღმოჩნდა, სადაც მოგზაურს დღე-ღამეში 303 ევრომდე სჭირდება. თუმცა ეს ფაქტორი სულაც არ უშლის ხელს პარიზს, რომ იმავდროულად მსოფლიოში ყველაზე მეტი ტურისტით მოიწონოს თავი.
ტურისტულად ყველაზე იაფი ქალაქი სოფია აღმოჩნდა – ბულგარეთის დედაქალაქი, სადაც დღე-ღამეში 15 ევროც საკმარისია. ამის გამო ეს ქალაქი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში.
ფლორენცია მონათლეს „იდეალურ ქალაქად ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის”. ფლორენცია აღმოჩნდა ყველაზე გემრიელი სამზარეულოს მქონე ქალაქიც არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც. სწორედ ასე ირწმუნებიან მსოფლიოს ტურისტები.
ყველაზე მოსაწყენი ქალაქი ყოფილა ბრიტანული ბირმინჰემი, ყველაზე უსაფრთხ – სტოკჰოლმი, ვენეცია კი – ყველაზე რომანტიკული.
სასტუმროში ყველაზე კარგი მომსახურება ბერლინშია. ბერლინი ასევე დასახელდა ევროპაში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქად. სასტუმროების სიძვირის მიხედვით პირველ ადგილზე მოსკოვია. მოსკოვი ასევე დაასახელეს ყველაზე ცუდ ქალაქად ავტომობილის მძღოლებისთვის.
ყველაზე მეგობრულ ქალაქად ლონდონი აღიარეს. ლონდონი ასევე „შოპინგების დედაქალაქად” დასახელდა. თუმცა იმავდროულად ლონდონი ყოფილა ყველაზე ძვირი ქალაქი მანქანის პარკირების მხრივ.