მე განცხადება არ დამიწერია, _ ეს განცხადება გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. ჭანუყვაძის თქმით, ის მხოლოდ თანამშრომლებს ესაუბრა.
“განცხადება არ დამიწერია. დილით თანამშრომლებთან მქონდა საუბარი იმიტომ, რომ ახალ პრემიერს აქვს უფლება, თავისი გუნდი მოიყვანოს და, შესაბამისად, ეს მე თვითონ გადავწყვიტე რომ თანამშრომლებთან მქონდა საუბარი.
ვაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, არანაირი შეტყობინება არ გვქონია. ასე რომ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, _ განაცხადა ჭანუყვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დილით, “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია პირად საუბრებში “გურია ნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაშ დაუდასტურეს. მოგვიანებით კი, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც იმ გუბერნატორების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც დღეს თანამდებობა დატოვეს.