ფოთში, მალთაყვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალბატონი ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა ძლიერი შტორმის გამო, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.
„მამაკაცმა სამაშველო რგოლს ხელი გაუშვა. ქალს კი ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და სავარაუდოდ, გული გაუსკდა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ საშტორმომდგომარეობის გამო ბანაობა აკრძალული იყო, ისინი ზღვაში მაინც შევიდნენ. ძალღონე არ დაგვიშურებია, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- აცხადებს მაშველი ამირან ნანავა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, სამაშველო სამსახური და პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.