საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქს ილიაობის დღესასწაულს ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ილიაობას – ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს. თქვენო უწმინდესობავ, წყალობა და მფარველობა არ მოკლებოდეს თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. სიმხნევესა და ჯანმრთელობას გისურვებთ ჩვენი ერის საკეთილდღეოდ!“_აცხადებს მარგველაშვილი.
დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II -ის ანგელოზის დღეს, წმინდა ილია მართლისა და წინასწარმეტყველისა ელია თეზბიტელის ხსენების დღეს აღნიშნავს.