ცნობილია, რომ ყოველ ადამიანს სიარულის თავისებური მანერა აქვს, რომლის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ამ მოძრაობებს მართავს თავის ტვინის შესაბამისი ნაწილი, რომელშიც ანალიზატორი არ მონაწ-ილეობს.
კონკრეტული ადამიანის ფსიქიკის ინდივიდუალური თვისებები ზეგავლენას ახდენს სიარულის მანერაზე. თუკი ცნობიერება ჩართულია, მაშინ იგი ფეხის მოძრაობას გააკონტროლებს (ფრთხილად, ჩქარა).
მაგრამ ეს კონტროლი ხანმოკლეა და შემდეგ სიარული კვლავ ავტომატური ხდება. სწორედ ეს ავტომატიზმი არის პიროვნების ლაკმუსის ქაღალდი.
გამოცდილი ფსიქოლოგი ზუსტად გაარკვევს, თუ რას წარმოადგენს ყოველი ჩვენგანი გარეგნობის, მეტყველების, მიმიკის, ჟესტებისა და განსაკუთრებით, სიარულის მანერის მიხედვით. ეს უკანასკნელი კი ყველაზე კარგად ფეხსაცმელზე აისხება, ანუ როგორ ცვდება ფეხსაცმლის ლანჩა.
შვეიცარიელი პროფესორი კარგა ხანს სწავლობდა შესაკეთებლად მოტანილ ფეხსაცმელებს და პარალელურად აკვირდებოდა კლიენტებს. თავის მეთოდს მეცნიერმა “სკარპოლოგია” უწოდა. აი, რა დაადგინა მეცნიერმა:
ქუსლი თუ ერთნაირად არის გაცვეთილი, მისი პატრონი ენერგიული და გაწონასწორებული ადამიანია.
თუ ქუსლი გარეთა მხრიდან არის გაცვეთილი, მისი პატრონი პირდაპირი და გაბედულია, რომელიც ნებისმიერ გარემოში ადვილად ერკვევა.
შიდა მხრიდან გაცვეთილი ლანჩა ხშირად ფიზიკურად სუსტ ადამინებს აქვთ, სამაგიეროდ, ისინი ნიჭით გამოირჩევიან. ასეთი ადამიანი თავისი აზრებით არის გართული და სხვას ყურადღებას არ აქცევს.
ცერის ქვეშ გახვრეტილი ლანჩა მტკიცე ხასიათის მიმანიშნებელია. ასეთი ფეხსაცმლის პატრონი კონკრეტულ მიზანს ისახავს და მისი შესრულებისთვის ყველა დაბრკოლებას გადალახავს. იგი ძალზე მკაცრია ირგვლივ მყოფთათვის.
ფეხსაცმლის ლანჩა თუ შუაში და ქუსლის შიგნითა მხარეს გაცვდა, მის პატრონს დამყოლი ხასიათი აქვს, ადვილად ხვდება სხვისი გავლენის ქვეშ, ითვალისწინებს სხვის რჩევებს და კეთილისმსურველია.
ფეხსაცმლის ძირის ცხვირი და ქუსლი გარედან თუ გაცვდა, მისი პატრონი სკეპტიკოსი და მეოცნებეა, მოწესრიგებული და რიგითი მუშაკია, იგი უპრობლემოდ ცხოვრობს და არ სურს არავითარი პასუხისმგებლობა.