ერთიანი ეროვნული გამოდების ისტორიის გამოცდის შედეგები უკვე ცნობილია. ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის ინფორმაციით ჩოხატაურში ყველაზე მაღალი ქულა პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ გიორგი მრელაშვილს და სამრევლო სკოლის კურსდამთვრებულ ქრისტინე კვაჭანტირაძეს აქვს. მათ მაქსიმალური 70 ქულიდან 61 ქულა მიიღეს.
60 ქულა მიიღო პირველსკოლელმა სალომე ჩხიკვაძემ.
59 ქულა აქვს სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულს მარიამ ხიზანიშვილს.
58 ქულა მიიღო პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დალი თავართქილაძემ; 55 ქულა აქვს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს ცისია გორდელაძეს;
53 ქულა მიიღო ჩაისუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გვანცა ჟღენტმა.
50-50 ქულა აქვთ პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ვაჟა ბერძენიშვილს და ჩხაკაურას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ნათია ბერიძეს.
49 ქულა აქვს პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავერებულს ნიკა სოროზანაშვილს.
43 ქულა აქვს ჩხაკაურას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ირემაძეს.
41 ქულა მიიღო ჩაისუბნის საჯაორ სკოლის კურსდამთავრებულმა თათია თავბერიძემ, 40 ქულა კი ბუკისციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ელენე სიხარულძემ.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძი თქმით, ისტორიის გამოცდის ზღვარი _ 21 ქულა, ჩოხატაურში ბევრმა აბიტურიენტმა გადალახა, თუმცა, მაღალი ქულები მხოლოდ იმ 11-მა აბიტურიენტმა მიიღო, რომლებზეც ზევით ვწერდით.