მე ვაყენებ კანდიდატურას პრეზიდენტის არჩევნებზე _ ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ეს დიდი პასუხისმგებლობა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო.
“მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრებისა და იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ვეღარ აცოცხლეს და ამიტომ არ შეიძლება ამ გამოწვევაზე უარის თქმა”, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.