ამ წუთებში ხმაურია ჩოხატაურის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც საპატრულო პოლიციამ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმდჯომარე ვლადიმერ სიხარულიძე დააკავეს.
სიხარულიძე 2 საათზე მეტია დაკავებულია _ პოლიცია ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით, თუმცა, ამ დროის განმავლობაში იგი პატრულის მანქანაში ჰყავთ.
პატრულის თანამშრომლები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სიხარულიძის ავტომობილია, რომელიც ევაკუატორმა უნდა წაიყვანოს.
ამბობენ იმასაც, რომ ევაკუატორი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სიხარულოძემ ავტომობილი მიატოვა.
უნდა ითქვას ისიც, რომ საათზე მეტია ევაკუატორი ადგილზე იმყოფება, თუმცა, ჯერ არც სიხარულიძე წაუყვანიათ და არც ავტომობილი.
_ წამიყვანეთ. ხომ დამაკავეთ. ცირკს აყურებინებთ, თუ რა ხდება?,_ ეუბნება სიხარულიძე პატრულის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხობენ, რომ მალე გადაიყვანენ.
საპატრულო პოლიციასთან დავაში საკრებულოს წევრები და სასულიერო პირებიც ჩაერთნენ.