წინა საუკუნის 80-იან წლებში ბატონი გუბაზ სანიკიძე იმ დროს ჯერ კიდევ მშვიდ ქვეყანა სირიაში აღმონდა. ერთ დღესაც ქართველმა ქალაქ დამასკოში გასეირნება გადაწყვიტა და ერთ „ისტორიაში“ გახვეული აღმოჩნდა.
„1988 წელს სირიაში მომიწია ჩასვლა, სადიპლომოზე ვმუშაობდი. დამასკოს ცნობილ ბაზრობას ვეწვიე, მივდივარ ჩემთვის და ყველას და ყველაფერს ვათვალიერებ. უცებ ძახილი მესმის:
– პუტკუნ, პუტკუნ!
გამიხარდა, მეგობარი გამომიჩნდა-მეთქი, ვიყურები აქეთ-იქით, მაგრამ ვერავინ ვიცანი. ალბათ, მომეჩვენა, გავიფიქრე და გზა გავაგრძელე, მაგრამ ისევ:
– პუტკუნ, პუტკუნ!
გავიხედე, არავინაა, გადავირიე, კაცო! გავჩერდი ერთ ადგილზე და ველოდები, როდის მობეზრდება მალვა და გამოჩნდება. ამ დროს ვიღაც გასაბერი ბუშტების გამყიდველი ამეტუზა ცხვირწინ, უცნაურად მომაჩერდა და მეუბნება:
– პუტკუნ, პუტკუნ!
– შენ მეძახდი? – ვეკითხები არაბულად.
– არა, – ბუშტი მომიშვირა, – ამას ჰქვია „პუტკუნა“.