Human Rights Watch-ის მიერ საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკის შესახებ მომზადებული ანგარიში FRANCE 24-ის ობიექტივში მოხვდა.
„ნარკოტიკების მოხმარებისა და შენახვისთვის ხშირად ხანგრძლივ სასჯელს უსჯიან იმ ადამიანებს, რომლებიც სხვებს არ აზარალებენ და იძენენ პირადი მოხმარებისთვის მცირე რაოდენობით ნარკოტიკს“,_ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მცირე ოდენობის უკანონო ნარკოტიკული საშუალებებს და ამ ნივთიერებების უმცირესი ნაწილაკები, მათ შორის შპრიცში აღმოჩენილი ნარჩენიც კი, ავტომატურად ითვლება დიდ ოდენობად და სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით მინიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ ნივთიერებების 1 გრამზე მეტი კი – „განსაკუთრებით დიდ ოდენობად“ ითვლება და შედეგად, მისი პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაც მოყვეს.
როგორც Human Rights Watch-ის რეგიონალური დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გიორგი გოგია ამბობს, ნარკოპოლიტიკა არაფერს აკეთებს იმ ადამიანების დასახმარებლად ვისაც მკურნალობა უნდა.
შავი ზღვის პატარა ქვეყნის მთავრობა მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა უფლებადამცველებისგან, რადგან 2006 წელსნარკოტიკების საწინააღმდეგო კანონმდებლობა გამკაცრდა.
მაისში რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა პოლიციის რეიდს 2 პოპულარულ ღამის კლუბში. პოლიციის განცხადებით, მათ 8 ადამიანი დააკავეს ნარკოდილერობის ბრალდებით.
2012 წლიდან მთავრობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ნაწილობრივ ახდენს. ის ასევე ეროვნულ სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმას იმუშავებს, რომ ებრძოლოს წამალზე დამოკიდებულებას.
გასულ თვეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმები გააუქმა, მაგრამ გაყიდვა და გაზრდა კვლავ დასჯადია.