ცოტა ხნის წინ დასრულდა ნანი ბრეგვაძის საღამო “ბლექსი არენაზე”.
“ეს არის მადლიერების საღამო. ქალბატონი ნანი მადლიერია ყველა კომპოზიტორის და პოეტის, რომელიც მას სიმღერას და ლექსს უწერდა“, _ თქვა ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტის დაწყებისას.
საღამოზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ამერიკელი მესაყვირე, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი კრის ბოტი, რომელმაც რამდენიმე კომპოზიცია და ლეგენდარულ ქართველ მომღერალთან დუეტი შეასრულა.
ბრავო, ნანი! – ასე შეაფასა და მიესალმა კომპოზიციის დასრულების შემდეგ კრის ბოტი ნანი ბრეგვაძეს.