როგორც “გურია ნიუსი” წერდა, ოზურგეთის უპოვართა სასადილო, გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლების შემოწმების შემდეგ დაიხურა და გაურკევეველი რჩებოდა, სად მიიღებდა სასადილოს 170 ბენეფიციარი კუთვნილ ერთჯერად საკვებს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ბენეფიციარებს დღეს ერთ-ერთ დარბაზში მოემსახურებიან.