“ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძის კონცერტის დაწყებამდე ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა დარბაზში მსხდომ საზოგადოებას მიმართა და დახმარება ითხოვა.
“საქმე იმაში გახლავთ, ჩვენი უმცროსი მეგობარი, ორკესტრის მუსიკოსი, მევიოლინე 26 წლის, ვატო მაღრაძე ლეიკემიითაა ავად. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით და ამისთვის საჭიროა საკმაოდ სოლიდური თანხა, ამიტომ ყველა კონცერტი, რომელსაც ჩვენ ვმართავთ, ან ვმონაწილეობთ, მივმართავ გულწრფელად აუდიტორიას თუ კი ვინმემ საშუალება აქვს შემოგვიერთდეს. თითოეული ჩვენგანის დახმარება მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს ის ჩვენ გვერდზე იდგეს და თავისი საქმე აკეთოს“, _ მიმართა საზოგადოებას ნიკოლოზ რაჭველმა.
ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ვატოს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ მისამართებზე.
საქართველოს ბანკი
მიმღები: ნათია ყულოშვილი
GE52BG0000000100979687
თი ბი სი ბანკი
მიმღები: ნინო თავბერიძე
GE72TB7770245061600009
Paypal: paypal.me/vatostvis
0901701368
ბილაინიდან და მაგთიდან
ზარის ღირებულება 1ლარი