სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ასტროლოგების მტკიცებით ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეესაბამება ჩვენი ვიბრაციული მუხტი ჩვენი სახელის ჟღერადობას.
თუ მოგვწონს სახელი და არ გვაღიზიანებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა სწორად შეგვირჩიეს. თუ არ მოგვწონს, მაშინ ჩვენდა დამოუკიდებლად ვიცვლით მას.
ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანს გავიცნობთ, ვიგებთ მის სახელს და ვერ ვეძახით, რადგან მისი გარეგნობა, მისგან წამოსული ვიბრაციული მუხტი სხვა ჟღერადობას ითხოვს.
სწორედ ამიტომ მოიგონა ადამიანმა ფსევდონიმი. სახელის შეცვლის შემდეგ პოპულარობაც ადვილად მოდის მასთან. ფსევდონიმს თითქმის ყველა მწერალი თუ პოეტი იყენებს.
კიდევ იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ რიცხვში დავიბადეთ, ასევე ყურადსაღებია ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი. თუ დისკომფორტი იგრძენით, გადაირქვით სახელი, ამით არაფერი დაშავდება.