საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მაღალ თანამდებობაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ პრემიერმა “გურია ნიუსს” განუცხადა. მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე გადაჰყავთ მერაბ ჭანუყვაძე, თუმცა, გვითხრა, რომ ახალი თანამდებობიდან მერაბ ჭანუყვაძე გურიისთვის უფრო მეტ საქმეს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძემ დღეს დილით დატოვა თანამდებობა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ასობით კომენტარია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბ ჭანუყვაძე გურიის ერთ-ერთი საუკეთესო გუბერნატორი და ხელმძღვანელი პირი იყო. მოქალაქეები წერენ, რომ ჭანუყვაძის მსგავსი კადრი ქვეყანაში ცოტაა.
მამუკა ბაცტაძემ გურიის გუბერნატორად დღეს ზურაბ ნასარაია წარადგინა.