გურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო, პარტია “ქართულ ოცნებას” წევრები ტოვებენ.
პარტიაში წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა ოზურგეთის საოლქო ორგანოზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ.
ხაჭაპურიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ჭანუყვაძეს ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მის გარეშე პარტიაში ყოფნას აზრი არ აქვს.
_ ბატონ მერაბთან ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ბევრი რამ დავგეგმეთ და მისი წასვლის შემდეგ აზრი არ აქვს პარტიაში დარჩენას. ამიტომ, წავედი,_ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას გია ხაჭაპურიძემ.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ხაჭაპურიძის მსგავსად “ქართული ოცნების” დატოვებას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რომლებიც ბრიფინგების ჩატარებასაც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორი, რომელიც “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, თანამდებობიდან დღეს წავიდა.