დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სარეკლამო აბრების საკითხი მოსაწესრიგებელია.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განცხადა, ბიზნესის გახორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე.
„მინდა სარეკლამო აბრების საკითხს შევეხო, განსაკუთრებით კახეთის გზატკეცილზე. მგონია, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მხედველობაში მაქვს ისეთი სარეკლამო აბრები, რომლებიც, მაგალითად, გადასასვლელი ხიდების მსგავს კონსტრუქციებზეა მოწყობილი და გზის მთლიან სიგრძეზეა. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია და მოწესრიგებული უნდა იქნეს. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ იქონიოს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე,“ _ განაცხადა კალაძემ.