შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები ცნობილია. ინფორმაციას edu. aris. ge-ი ავრცელებს.
ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ აპლიკანტებს. ისინი სისტემაში ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული პაროლით შეძლებენ გადაამოწმებენ მონაცემები.
საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრირებული სტუდენტები საგამოცდო ბარათებს თავიანთ უმაღლეს სასწავლებლებში ივნისში მიიღებენ.
რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: 2473333.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას რაც შეეხება, შედეგები ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც დაზუსტდება მონაცემები არსებული ეტაპისთვის სტუდენტის სტატუსის შესახებ, ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის ოდენობის შესახებ და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4000-მდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, გამოცდაზე კი 21% არ გამოცხადდა. გრანტის გაუმჯობესებას კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, დაახლოებით 150 სტუდენტი შეძლებს.