ხულოში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
დამწვარია 2 საცხოვრებელ სახლში ჯამში 250 კვ.მ. ფართობი. ასევე, დამხმარე ნაგებობები, საერთო ფართი 90 კვ.მ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.