თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 9-სართულიანი შენობის მე-4 სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც, 2 ოთახი დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.