https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პირველი ქართული ,,ისთერნი”.

10:09; 6.09.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასაბჭოებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში გადაწყვიტეს გადაეღოთ ფილმი ისტორიულ-რევოლუციურ თემატიკაზე. არჩევანი შეაჩერეს რევოლუციონერსა და ტერორისტზე, მენშევიკ არსენა ჯორჯიაშვილზე, რომელმაც, რევოლუციური კომიტეტის დავალებით, 1906 წელს სიცოცხლეს გამოასალმა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი, გენერალი ფიოდორ გრიაზნოვი, ვინც მეთაურობდა ასობით რევოლუციონერის დაპატიმრებასა და სიკვდილით დასჯას. როგორც აღვნიშნე, ფილმის გადაღება დაიწყო ივან პერესტიანის მიერ დემოკრატიული საქართველოს ზეობის დროს (სცენარი ეკუთვნოდა შალვა დადიანს). მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა სურვილი შექმნილიყო მრავალფილმიანი კინოეპოპეა, რომელიც კავკასიაში და კერძოდ საქართველოში მომხდარ რევოლუციურ ამბებს ასახავდა, დაწყებული რუსეთის 1905 წლის რევოლუციით და დამთავრებული მონარქიის დამხობით. ,,ამ დროს ასეთი ფანტასტიკური აზრის  გახორციელების იმედი მხოლოდ ისეთ კაცს შეიძლება ჰქონოდა, როგორიც  (პირველი ქართველი პროდიუსერი) გერმანე გოგიტიძე გახლდათ. იგი კინოხელოვნების თავდავიწყებული მოტრფიალე იყო და თან ნამდვილი ბიზნესმენის ნიჭით უხვად დაჯილდოებული.”  კინოეპოპეის პირველ ფილმად ჩაფიქრებული იყო სწორედ ,,არსენა ჯორჯიაშვილი” (სხვა სახელია ,,გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა”). ,,…ფილმის გადაღება კი დავიწყეთ მენშევიკური მთავრობის დროს, მაგრამ დამთავრება ვეღარ მოვასწარით. – იხსენებდა რეჟისორი, – მალე დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ამ მოვლენებს ჩვენთვის ხელი არ შეუშლია.” თუმცა, კინოეპოპეის შექმნის ცდა ჩაიშალა. 

ფილმს, როგორც ვთქვი, იღებდა წარმოშობით იტალიელი, რევოლუციამდელი რუსული კინოს ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ივანე პერესტიანი. ის რუსული თეატრის საკმაოდ ცნობილი არტისტი იყო და მთელი რუსეთი ჰქონდა მოვლილი. კინოში ის შემთხვევით, 46 წლის ასაკში, მოხვდა როცა განთქმული რუსი რეჟისორი ევგენი ბაუერი ფილმისთვის ,,ნუ მიერეკები მეეტლევ ცხენებს” მთავარი როლზე პროვინციელი მემამულის შემსრულებელს ეძებდა. გარეგნობით, მიხრა-მოხრით, მეტყველებით და ქცევით ივანე პერესტიანი Барин-ის (მებატონე) განსახიერება ყოფილა,  ქართულ ფილმებშიც ის სულ ერთთავად მაღალი წრის წარმომადგენლებს თამაშობდა – ,,არსენა ჯორჯიაშვილში” მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის როლი განასახიერა. მან ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას დაიწყო ფილმების დადგმა, იღებდა სააგიტაციო ფილმებსაც, ამით ამ დახვეწილი გემოვნების ინტელექტუალს უკიდეგანო რუსეთის წერა-კითხვის უცოდინარ მასებში განათლება უნდა შეეტანა… ტყულიად კი არ უთქვამს ვერნერ ჰერცოგს: კინო ეს სწავლულებისთვის არ არის, კინო უცოდინრებისათვის არის შექმნილიო. მოკლედ რომ მოვჭრათ, პერესტიანიმ ვეღარ აიტანა ბოლშევიკურ რუსეთში ცხოვრება და გადაწყვიტა უცხოეთში გამგზავრება. შემოთავაზებებიც ბლომად ჰქონდა – ევროპიდან და ამერიკიდანაც, სადაც დარწმუნებული იყავით, მშვენივრად მოეწყობოდა, მაგრამ მან რატომღაც საქართველო არჩია.

 ასე ამრიგად დაიწყო ,,არსენა ჯორჯიაშვილზე” მუშაობა. ოპერატორად ალექსანდრე დიღმელოვი (დიღმელაშვილი) დაინიშნა. მთავარ როლზე მიიწვიეს ახალგაზრდა მსახიობი და მოქანდაკე მიხეილ ჭიაურელი, ასევე მონაწილეობდნენ ალისა ქიქოძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე, ალექსანდრე იმედაშვილი, გიორგი დავითაშვილი. გადაღებები რთულად მიმდინარეობდა: აპარატურა არ ვარგოდა, ჭირდა ტრანსპორტი, არ იყო ფული, სახელმწიფოს მიერ დანაპირები სახსრებიდან კინოსექციამ ვერანაირი თანხა ვერ მიიღო და მხოლოდ კინოთეატრებიდან შესული მოგების იმედად დარჩა,  მაგრამ გადამღები ჯგუფის წევრები მაინც დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით შრომობდნენ, შედეგიც მალე მიიღეს.

 “არსენა ჯორჯიაშვილი” იმავე წლის ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა. ,,ისთერნი” (ისთერნს, სიტყვიდან east – აღმოსავლეთი, ეძახიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადაღებულ სათავგადასავლო ფილმებს, ვესთერნის საპირისპიროდ -ი.მ.),  რომელიც დახუნძლული იყო ძალადობით, ინტრიგითა და განსაკუთრებით სასიყვარული რომანტიკით”, _ წერდა ამერიკელი კინოისტორიკოსი დენიზ იანგბლადი.  ფილმის მთავარი მაგნიტი იყო სიმპატიური გმირი მიხეილ ჭიაურელის შესრულებით, რომელსაც იმდროინდელი ამერიკისა და მსოფლიოს კინოკერპს დაგლას ფერბენქსს ადარებდნენ.  ,,არსენა ჯორჯიაშვილის” წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ფილმის გამოსვლის დროს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ არსენას მშობლები, მეგობრები და ამბის უშუალო მონაწილენი. ,,პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელებმა, რომლებიც დაესწრნენ სურათის დემონსტრირებას კინოთეატრ ,,აპოლოში”, მადლობა გამოუცხადეს ფილმის შემქმნელებს – რეჟისორ პერესტიანს და მსახიობებს.” 

ფილმში შეიცვალა ცალკეული გმირების ბიოგრაფიები და ისტორიული სინამდვილე (მაგ. ჯორჯიაშვილი ჩამოახრჩვეს და არ დაუხვრეტიათ, მით უმეტეს ეს არ მომხდარა ნარიყალაზე, ის საგუბერნიო ე. წ. ღუბერსკის, ანუ ორთაჭალის ციხის ეზოში ჩამოახრჩვეს და იქვე დამარხეს). პერესტიანიმ, ისევე როგორც სხვა რეჟისორებმა, ორი სოციალური კლასის, რევოლუციისა და კონტრევოლუციის დაპირისპირების და წინააღმდეგობის მხატვრულ ხერხად ედვინ პორტერისა  და დეივიდ უორკ გრიფიტის მიერ დანერგილი პარალელური მონტაჟი გამოიყენა.  მაგალითად, ფილმში ჟანდარმთა მიერ რევოლუციონერთა ოჯახების დარბევა-აწიოკება და ამ დროს არისტოკრატიის წვეულება-ნადიმი და სხვა. ფილმში ასევე გამოყენებულია კინოს გამომსახველობითი ელემენტები: მსხვილი და საშუალო ხედები, სხვადასხვა რაკურსები. ამ ინგრედიენტების საშუალებით პერესტიანიმ მიაღწია ფილმში მოქმედების უკიდურეს დაძაბულობას და რიტმული დინამიკის მაქსიმალურ ეფექტს, რაც მიგვანიშნებს, რომ ამერიკულ სათავგადასავლო კინოჟანრებზე ორიენტირებული რეჟისორი კინემატოგრაფიული ენის სპეციფიკას მაღალ დონეზე ფლობდა. 

ბოლშევიკური რეჟიმისათვის “არსენა ჯორჯიაშვილი” მნიშვნელოვან და საჭირო კინოსურათად იქცა: ,,საქართველოს დაპყრობის შემდეგ ბოლშევიკებმა გრიაზნოვის მკვლელობის ეს საკმაოდ პოპულარული აქტი ჯერ მიისაკუთრეს, შემდეგ კი თვით ჯორჯიაშვილი ბოლშევიკად გამოაცხადეს და ბოლოს, როცა ეს საჭირო გახდა სტალინის განსადიდებლად, ავტორობა და განხორციელება მას მიაწერეს~, _ წერდა ცნობილი სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ურატაძე.  მოგვიანებით, მიხეილ ჭიაურელი, ხუთგზის სტალინის ლაურეატი და ბელადზე ფილმების შემქმნელი, შეხვედრია იოსებ სტალინს. არსენა ჯორჯიაშვილზე ფილმი კი გადაიღეთო, უთქვამს ბელადს, მაგრამ გრიაზნოვის მას რომ არ მოუკლავსო. აბა, ვინ მოკლაო, გაუკვირდა ჭიაურელს. ის ახლა დიდი კაციაო, უპასუხა სტალინმა და სახელი არ გაუმხელია. ძნელი სათქმელია, ვის გულისხმობდა სტალინი, თუმცა, ცნობებისა და დოკუმენტების მიხედვით, გრიაზნოვის მკვლელი სწორედ ჯორჯიაშვილია.

სურათმა იმ დროისთვის ჩვენების რეკორდი მოხსნა _ მარტო თბილისში ის 155-ჯერ უჩვენეს. ასეთივე წარმატება ჰქონდა ფილმს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პირველ ორ კვირაში მან სრულად აანაზღაურა ის ხარჯები, რაც მასზე გაიწია და შემდგომ მიღებულმა მოგებამ საშუალება მისცა კინოსექციას გაეუმჯობესებინა კინოატელიე და კინოლაბორატორია, გაეზარდა თანამშრომელთა რიცხვი. ივანე პერესტიანის მიერ დადგმულმა ,,არსენა ჯორჯიაშვილმა” სული შთაბერა პრიმიტიულ დონეზე მყოფ ქართულ კინომრეწველობას და ახლად დამყარებული საბჭოთა ხელისუფლების დახმარებით საძირკველი ჩაუყარა ქართული კინოს მომავალს”. 

ეს ფილმი მალე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რუსეთში გაიტანეს და კარგა ხანს გადიოდა იქაურ კინოთეატრებში. იმის გამო, რომ სათაური “არსენა ჯორჯიაშვილი” რუსი მაყურებლისათვის არაფრისმთქმელი იყო, პერესტიანის ნამუშევარი რუსეთში გადიოდა სხვა სახელწოდებებით: “გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა”, “სიცოცხლე სიკვდილში” და “სიკვდილი სიცოცხლისათვის” (იმხანად, როცა ესა თუ ის ფილმი საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა გაეტანათ, ხშირად უცვლიდნენ სათაურსაც). რუსულმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა ამ ნამუშევარს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

მინისტრი 10 სექტემბერს ბრუნდება _ ქობულია მთავრობის არც დღევანდელ სხდომას დაესწრება

სპორტული ცენტრის დირექტორს თანამშრომელთა ნაწილი გამოექომაგა

ყველა სიახლე

საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026
სამართალი

სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

12:36; 22.01.2026
მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

12:19; 22.01.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს

11:50; 22.01.2026
საზოგადოება

მერს _ 7 200 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს _ 6 500 ლარი

11:38; 22.01.2026
საზოგადოება

ზოგს ლანჩხუთის ცენტრი მოსწონს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ლანჩხუთი მარტო ცენტრი არაა

11:34; 22.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

11:17; 22.01.2026
სამართალი

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა _ შსს

10:44; 22.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
ზაფრანი

ვინ არ გიღალატებს არასდროს 

10:30; 22.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების (ქალები) რეიტინგი საუკეთესოებიდან უარესებისკენ

10:28; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო