კვლევის ჩატარებამდე საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიას სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ახორციელებს. ხოლო შეხვედრას ორგანიზება გურიის ახალგაზრდულმა რესურს-ცენტრმა გაუკეთა.
როგორია ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში და რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა, გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი აქცენტი აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.
კვლევა ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევის ფარგლებში, 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და წყლის სინჯების აღებაცაა გათვალისწინებული. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე გახდება.
საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა.