ცეკვა ერთდროულად გართობისა და კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის საუკეთესო საშუალებაა.
გამოცემა “Pediatrics” -ის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გააანალიზეს 66 სტუდიის 264 მოსწავლე გოგონას (5-დან 11 წლამდე ასაკის) ფიზიკური აქტივობა. ანალიზის შედეგებმა აჩვენა რომ საშუალო დრო, რომელსაც ცეკვის შესწავლისას ბავშვები აქტიურ ვარჯიშში ატარებენ 17 წუთია, მეცადინეობის დანარჩენი დრო კი ეთმობა გაჭიმვას, მუსიკის მოსმენას და მშვიდ სავარჯიშოებს.
კვლევის პროცესში სპეციალისტებმა შეისწავლეს ცეკვის შვიდი სახეობა. ყველაზე არააქტიური აღმოჩნდა „ფლამენკო”: ბავშვები, რომლებიც ამ ცეკვას სწავლობდნენ, მოძრაობდნენ მხოლოდ საერთო დროის 14 %-ის განმავლობაში.
ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო ცეკვად აღიარებული იქნა „ჰიპ-ჰოპი“, რომლის შემსწავლელებიც დროის 57 %-ს ატარებდნენ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ბავშვები და მოზარდები ფიზიკური ვარჯიშით დაკავებული უნდა იყვნენ დღეში არანაკლებ 1 საათი. სკოლა ამ დროის მხოლოდ ნახევარს უზრუნველყოფს. დანარჩენის კომპენსირება კი სხვადასხვა წრეებზე, მათ შორის ცეკვაზე სიარულით უნდა მოხდეს.