„სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და ღირსებით გამორჩეული ადამიანია.
იგი იდგა როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც იბრძოდა სამართლიანობისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძე ასპინძაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან მაღალი მორალური სტანდარი:
“მე, მეამაყება, რომ იგი დღეს ჩემი კოლეგაა. ერთადერთი, რაც მწყინს მისი საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში, არის ის, რომ ჩვენ დავკარგავთ ძალიან ღირსეულ კოლეგას პარლამენტში.
ადამიანს, რომლის გადაწყვეტილებებს და შეფასებებს მე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამ და ჩემთვის მისი აზრი სულერთი არასდროს იქნება და ერთგვარი მორალური ტექსტია სალომე ზურაბიშვილი, როდესაც შენ ასე თუ ისე იქცევი, ის როგორ აფასებს შენს დამოკიდებულებას, რადგან ამ ადამიანს აქვს ძალიან მაღალი მორალური სტანდარტი და მისი ეს სტანდარტი მოდის მისი შთამომავლობით, მისი აღზრდით, მისი პიროვნული ღირსებებით.
მე ნამდვილად მგონია, რომ აქ ასპინძაში ასეთ ღირსეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ასპინძა არის ის რაიონი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ისტორიულად დიდ ქართულ სახელმწიფოსთან“, _ განაცხადა ფოფხაძემ.