ბათუმმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად, საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა რეგიონებს შორის. ჩემპიონატზე გურიის საჭადრაკო ნაკრები რვა მონაწილით იყო წარმოდგენილი და აქედან ექვსი _ ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელი გახლდათ, ლანჩხუთელი მწვრთნელის, ადამ ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით.
ამ ტურნირზე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოირგო ლანჩხუთელმა მარიამ ჩხაიძემ.
„გიმნაზიელი მარიამ ჩხაიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. მარიამისგან წარმატებებს ნაჩვევი ვართ, თუმცა, გახდე საქართველოს პირელი ნომერი შენს ასაკში, ეს დიდებლია! ვულოცავთ მარიამს! ვულოცავთ ადამ მასწავლებელს!“- ასე ეხმაურება მარიამის გაჩემპიონებას ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზია საკუთარ ფეისბუქგვერდზე.