11 შეღავათი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ზაზა ოქუაშვილის კომპანიას გაუწია, ბოროტად გამოიყენა და დღეს ვნახულობთ იმას, რომ ამ კომპანიას 50 მლნ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და ყველაფერს კადრულობს, რათა ეს თანხა არ გადაიხადოს – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„რამდენი ჩანაწერიც არ უნდა გავრცელდეს ორი რამეა მნიშვნელოვანი. ერთი, რომ ყველა ახალ ჩანაწერზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩანაწერები ემატება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიჰყავთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, რათა ხალხის ჯიბიდან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამოღებული იქნას თანხა, ამ კომპანიამ აიცილოს და არ გადაიხადოს. მეორე, 11 შეღავათი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ოქუაშვილის კომპანიას გაუწია, ბოროტად იქნება გამოყენებული და დღეს ამ კომპანიას 50 მლნ ლარი აქვს ვალი სახლის, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და ყველაფერს კადრულობს, რათა ხალხს ეს თანხა არ გადაიხადოს.
ეს არის ჩვენი ხალხის თანხა, რომელიც შემდეგ ნაწილდება საგანმანათლებლო პროექტებზე. პენსიებზე, მშენებლობებზე, პოლიციის გაძლიერებაზე და ჯარზე. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია, რომ საგადასახადო დავალიანება იყოს დაფარული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ეს არის მნიშვნელოვანი.
1tv.ge