ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი, კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსასვლელად ABBA’s Dancing Queen-ის მუსიკის თანხლებით, ცეკვით გავიდა.
მან აუდიტორიას ხუმრობით სთხოვა, ეპატიებინათ, თუ სიტყვით გამოსვლისას დაახველებდა.
მეის განცხადებით, არსებობს რაღაცები, რაც შარშანდელი კონფერენციიდან დასავიწყებელია და მადლობა გადაუხადა ყველას ერთი წლის წინ მიღებული მხარდაჭერისთვის, როდესაც სიტყვით გამოსვლის დასრულებას ცდილობდა.