საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, გიორგი გეგელაშვილი, გიორგი თოხაძე და გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია რიგით მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაემგზავრა, რომელსაც 6-18 ოქტომბერს არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი უმასპინძლებს.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოლიმპიადაზე ოზურგეთელი, გიორგი თოხაძე იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის, წელს მაისში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრებს ევროპირველობის ბოლო დღეს ოზურგეთელმა გიორგი თოხაძემ (51 კგ) ფინალში რუს არტიომ მოროზოვს (9:0) სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიურ ნაკრებში სამი ქართველი ფალავანი ვაჟა კრავეიშვილის ხელმძღვანელობით იასპარეზებს.
გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ); გიორგი თოხაძე (ბ/რ ჭიდაობა, 51 კგ); გიორგი ჩხიკვაძე ( ბ/რ ჭიდაობა, 60 კგ).