8 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში ძირითადად მიმოხილულია 9-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, თუმცა ანგარიში ასევე მოიცავს გარკვეულ მოვლენებს, რომლებიც ამ პერიოდის მიღმა ახდენდა გავლენას საარჩევნო პროცესზე.
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების 1; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; აგიტაციის წესების დარღვევის 12; ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენების 9; კამპანიისთვის ხელისშეშლის 8 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი.
დაფიქისირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით.
საანგარიშო პედიოში “სამართლიანმა არჩევნებმა ცესკოს 17 საჩივრით მიმართა, რომელთაგან 12 შემთხვევაში გასაჩივრებულია საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაცია, როგორც სოციალური ქსელებით, ასევე აქტიურიქმედებებით;
3 საჩივარი უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, 1 საჩივარი უკავშირდება რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობას კამპანიაში და 1 შემთხვევაში გასაჩივრებულია პოლიტიკური პარტია “გირჩის” მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ინიციატივა.
სამართლიანმა არჩევნებმა საჩივით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეისწავლოს შალვა ნათელაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ქუთაისში.