ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი გიორგი კაკაურიძე აცნობს, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, კანაფის კულტივაციის დაკანონების შემთხვევაში, რა შემოსავლების მობილიზება მოხდება ბიუჯეტში.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რა შემოსავლის მიღება შეუძლია კანაფის კულტივაციას სახელმწიფოს ბიუჯეტში, ამაზე საუბარი არ ყოფილა.
„ბიუჯეტში დიდ შემოსავლებზე საუბარი ნაკლებად იყო. განცხადებებში საუბარი იყო ეკონომიკაში დამატებით შემოსავლებზე და ესეც ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული. რა ტიპის კანონი იქნება მიღებული, თუ საერთოდ იქნება მიღებული, რა დაშვებები იქნება ამ კანონში, რამდენი ლიცენზიანტი და ჰექტარი შეიძლება არსებობდეს.
შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზებით, დაახლოებით, 2025 წლამდე, სამედიცინო მარიხუანის პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით, 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება“, _ აღნიშნა კაკაურიძემ.