ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს შიდა ქართლში ხვდება. ქარელი, კასპის და ხაშურის მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში რეგიონის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს.
ადგილობრივები, მძიმე სოციალურ ფონს უმუშევრობის და უპერსპექტივობის პრობლემაზე საუბრობენ. პრობლემების გადაჭრის გზების გარდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტები გააცნო.
დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.
‘’ ქართული ოცნების მმართველობამ ქვეყანა შეიყვანა ჭაობში, უძრაობაში, ადამაინებმა დაკარგეს მომავლის იმედი და პერსპექტივის განცდა. ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს ისე თითქოს ამ უძრაობის და ჭაობის ალტერნატივა, ისევ იქნება არეულობა, ისევ იქნება შურისძიება და ანგარიშსწორება.
ამიტომ ჩვენი ამოცანაა 28 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ხელისფლებას, აუცილებლად წავიყვანთ ქვეყანას წინ და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი დაპირისპირების, ყოველგვარი შურისძიების და წარსულში დაბრუნების გარეშე. სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა და ასე უნდა ავაშენოთ ხვალინდელი საიმედო დღე’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ