ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა ქობულეთში გამართულ ტურნირზე ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აიღეს.
ქალაქ ქობულეთში როსტომ მელაშვილის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი (თავისუფალ ჭიდაობაში) გაიმართა, სადაც 2002 – 2004 წლებში დაბადებულ ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ტურნირში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საჭიდაო კლუბის სპორტსმენებმა, რამაზ ბერიძემ 63 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი, რევაზ ესაძემ კი 80 კგ. წონით კატეგირიაში – მესამე ადგილი დაიკავეს.
აღნიშნული შეჯიბრისთვის სპორტსმენები მწვრთნელმა, დავით მაჭარაშვილმა მოამზადა.