ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს, სკოტ მორისონს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის და ავსტრალიის საელჩოს იქ შესაძლო გადატანის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებენ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სკოტ მორისონის აღნიშნულმა განცხადებამ, ინდონეზიისა და პალესტინის ოფიციალური პირების შეშფოთება გამოიწვია.
პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არსებობს რისკი, საფრთხე შეექმნას ავსტრალიასა და არაბულ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობას.
როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მას გადაწყვეტილება არ მიუღია და მხოლოდ ტაბუდადებულ თემაზე დაიწყო საუბარი.
იერუსალიმის საკითხი მწვავე დაბრკოლებას წარმოადგენს ისრაელისა და პალესტინას შორის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დეკემბერში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ასევე განარისხა პალესტინელები.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმში საელჩო მაისში გახსნა.