მამუკა ბახტაძემ გიორგი მარგველაშვილს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე უარი უთხრა. პრემიერის თქმით, საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრები ჩვეული განრიგით ტარდება.
“საქართველოში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროთ.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას აუცილებლად გააკეთებს,” _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს მოიწვიოს მთავრობის სხდომა, რომელზეც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უნდა განიხილონ.