პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, ორგანიზაციის წევრებთან ერთად, სოფელ მელექედურის და სოფელ სილაურის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს.