3-4 ფინჯანი ყავის მირთმევა დღის განმავლობაში აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას, განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკეთ მუშაობას, დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულ ადამიანებზე.
კვლევის თანახმად, ყავა დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობის ხარისხზეც და ყავის მირთმევის შემდეგ ტვინი უფრო აქტიური ხდება და უფრო მარტივად შეუძლია სხვადასხვა რთული პრობლემების გადაწყვეტა, გამოსავლის პოვნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყავა ადამიანს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფრო ჯანსაღს და მდგრადს ხდის.
გარდა ამ ყველაფრისა, ახალი კვლევის თანახმად, ყავა ამცირებს ჭამის მადას, გეხმარებათ მუცლის ლამაზი ფორმის შენარჩუნებაში და წონის დაკლებაში.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სასარგებლოა უშაქრო ყავის მირთმევა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყავის დიდი რაოდენობით მიღებაზე და მადის დაკარგვაზე არ იფიქროთ ორსულობის დროს, ვინაიდან ამ შემთხვევაში უარყოფით ეფექტი ექნება ყოველივე როგორც დედაზე, ასევე ნაყოფზე.