ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში, 33 წლის შ.დ. ამ დილით გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს.
_ შოკირებულები ვართ. მთელი სოფლის დამხარე ბიჭი იყო. ზრდილობიანი, ყურადღებიანი. არავინ იცის ეს ნაბიჯი რატომ გადადგა. გუშინ ახლობელს ყანის აღებაში მიეხმარა, შემდეგ ღორი დაკლეს, იქეიფეს.
საღამოს სახლში მივიდა, დედას ესაუბრა და დასაძინებლად დაწვა. დილით კი ნალიაზე იპოვეს ჩამომხრჩვალი, _ გვითხრეს გარდაცვლილის ახლობლებმა.
როგორც შ.დ-ს ახლობლებმა გვითხრეს, ახალგაზრდას პრობლემები არ ჰქონია:
_ ყოველთვის მხიარული ბიჭი იყო. პრობლემები ნამდვილად არ ჰქონია. გუშინწინ ძმისშვილი შეეძინა და ძალიან ბედნიერი იყო. არ ვიცით, რა ვიფიქროთ, _ აღნიშნავენ მისი ახლობლები.
მომხდართან დაკავშირებით ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში უკვე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.