სოციალური პროგრესის ინდექსში საქართველომ 2018 წელს, 146 ქვეყანას შორის, 54-ე ადგილი. გასულ წელს საქართველო 53-ე ადგილზე იყო. საქართველოს სარეიტინგო ქულა 100-დან 71.14-ია. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
სოციალური პროგრესის ინდექსში შესული კრიტერიუმები პირდაპირ გავლენას არ ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ხშირად შემოსავლების ზრდა ქვეყნის მოსახლეობის სუფთა წყალზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის.
სხვადასხვა კრიტერიუმში ერთი ქვეყნსი მონაცემები 15 ქვეყნის მონაცემებს ედარება, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსგავსია. ამ შემთხვევაში საქართველო შეადარეს შემდეგ ქვეყნებს: პარაგვაი, სომხეთი, უკრაინა, ინდონეზია, გვატემალა, იორდანია, ეგვიპტე, ეკვადორი, მოროკო, ფიჯი, ელ სალვადორი, სვაზილენდი, ტუნისი, გვინეა, ბუტანი.
ინდექსის თანახმად, გამოვლინდა შემდეგი მონაცემები:
ნუტრიცია და ბაზისური სამედიცინო დახმარება – საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზეა, 93.6 ქულით.
სანიტარია – 90.8 ქულით, საქართველო მსოფლიოში 69-ე ადგილზეა. ეს კრიტერიუმი მოიცავს მაგალითად სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას.
ელექტროენერგიაზე წვდომა – საქართველოს 100 ქულით პირველი ადგილი უკავია, თუმცა ელექტროენერგიის ხარისხით, ქვეყანა 61-ე ადგილზეა.
პირადი უსაფრთხოება – 60.08 ქულით, საქართველო მსოფლიოში 87-ე ადგილზეა.
ინფორმაციასა და საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომა – საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზეა.
ჯანმრთელობა – საქართველო მსოფლიოში 75-ე ადგილზეა 61 ქულით. სწორედ ეს კრიტერიუმი აფასებს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, რომლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეოთხმოცე ადგილზეა.
გარემოს დაცვა – საქართველო მსოფლიოში 76-ე ადგილს იკავებს, 71 ქულით.
პირადი თავისუფლების ინდექსი – საქართველო 91-ე ადგილზეა. ამის მიზეზი კი ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი, ადრეული ქორწინების მაჩვენებელი და კორუფციაა. ამ უკანასკნელით, საქართველო მსოფლიოში 30-ე ადგილზეა.
რელიგიის თავისუფლება – საქართველო მსოფლიოში 146 ქვეყანას შორის 92-ე ადგილზეა. 108-ე ადგილზეა ქვეყანა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით.