მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა თურქეთში, ბოდრუმის სანაპიროსთან ახლოს მოხდა.
სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნაპირზე 17 ადამიანი გამოიყვანეს, 3 კი ნაპირზე თავისით გამოვიდა, 2 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
სამძებრო სამუშაოები შესაძლო დაკარგული მგზავრების პოვნის მიზნით გრძელდება.