პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიუროს სხდომაზე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მაღალჩინოსნები პარლამენტს ეწვევიან.
რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერს, კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი ამ საქმეს ტრიდე ვერსიის გამოქვეყნებამდე ხელს არ მოკიდებს !
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან, როგორც შს მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი და გვექნება მოსმენის საშუალება.
ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ ტრიდე ვერსია არ გამოვა, მანამდე მე მგონი, პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საქმის განხილვაში“, _ აღნიშნა კობახიძემ.