„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „გურიამ“ გიორგი ონიანთან კონტრაქტი შეწყვიტა“, _ ნათქვამია კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც კლუბის ოფიციალურ გვერდიდან ხდება ცნობილი, მომდევნო ტურიდან „გურიას“ თენგიზ პატარაია უთავკაცებს. იგი ბოლოს ჩოხატაურის „ბახმაროში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, მანამდე კი, 2014-15 წლებში, იმავე ფუნქციებს „გურიაში“ ასრულებდა.
რაც შეეხება გიორგი ონიანს, ის ლანჩხუთურ კლუბში, დაახლოებით, ორი თვის წინ მოვიდა მთავარი მწვრთელი პოზიციაზე, სადაც მან დავით მახარაძე ჩაანაცვლა. „გურიაში“ მოსვლამდე კი 19-წლამდელთა ნაკრებში დამხმარე მწვრთნელის პოსტი ეკავა.
„ბევრი მადლობა გიორგის ძალიან ეფექტური, ერთგული, პროფესიონალური, მუშაობისთვის… ჩვენ გვჯერა შენი წარმატების, ნამდვილად იმსახურებ მოხვდე იქ, სადაც დაგიფასებენ შრომას, ნიჭს და გუნდის მიმართ ერთგულ, სუფთა დამოკიდებულებას…“ _ ასე ეხმაურება გიორგი ონიანის „გურიადან“ წასვლას საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი.