THE VESTNIK KAVKAZA საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლო შედეგების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
“საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დაბრუნება პოლიტიკაში სენსაცია არ გამხდარა. მრავალი პოლიტოლოგი და ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილს ქვეყნის მმართველობა არ მიუტოვებია და ქართულ პოლიტიკაში რუხ კარდინალად დარჩა. თუმცა, ახლა პარტიის პოზიციები შესამჩნევლად დაბლაა, ვიდრე 2012 წელს, როცა “ქართული ოცნება” შეიქმნა. საპრეზიდენტო არჩევნბში, რომელიც კვირას გაიმართება “ქართული ოცნება” მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა დატოვა, ივანიშვილმა თავისი უფლებამოსილება შეინარჩუნა. მმართველ პარტიისთვის კრიზისის დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწის გარეშე. ალბათ, მმართველი პარტიის რიგებში კრიზისმა აიძულა ივანიშვილი ჩრდილიდან გამოსულიყო. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად 20% არჩევნებში ხმის მისაცემად მისვლას არ აპირებს, რადგან ლიდერს ვერ ხედავს, 15% კი გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცეს ხმა.
რა შეიძლება იყოს ივანიშვილის აქტივობის შედეგები პოლიტიკაში? ის პირველ რიგში ბიზნესმენია და მისი დაბრუნება შეიძლება ახალი ეკონომიკური პროექტების გახორციელებას ნიშნავს. უახლოეს მომავალში ამიერკავკასიის მასშტაბით ნახშირწყლების ზრდაა მოსალოდნელი. კასპიის ზღვის შეთანხმებამ თურქმენეთს გზა გაუხსნა გაზისა და ნავთობის გასაყიდად. ეს გააძლიერებს აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააფართოვოს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. ამავდროულად, თურქეთის გაზის გაზრდილი ტრანზიტი საქართველოსთვის წარმატებულ გადაწყვეტილებად ითვლება. 2020 წლისთვის, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის საშუალებით, აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის ზრდის შედეგად თბილისს შეუძლია მიიღოს გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრანზიტის საფასურის სანაცვლოდ.
სავარაუდოდ, ივანიშვილი შეეცდება საერთო ენა გამონახოს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურ საფუძვლებით პრემიერ-მინისტრის თანამდეობაზე წარმატებას მიაღწევს.
ყოფილი სომხეთის ადმინისტრაცია ივანიშვილს ბიზნესპარტნიორად არ მიიჩნევს, იმ შიშით, რომ მოკავშირე რუსეთს არ აწყენინოს. სომხეთმა, რომელიც ახლა რეფორმების იდეებით არის მოცული, შესაძლოა, ისარგებლოს საქართველოს გამოცდილებით. საბოლოოდ, ივანიშვილს შეუძლია შესთავაზოს ფაშინიანს ერთობლივი პროექტების გახორციელება სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროში, შავი ზღვის პორტის გამოყენებაში, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სომხეთისთვის ქრონიკული ტრანსპორტის იზოლაციის კონტექსტში.
რაც შეეხება რუსეთს, ივანიშვილს შეუძლია ურთიერთობების ეტაპობრივი შეთავაზება. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ამაზე პასუხისმგებელი. მისი დიპლომატიური გამოცდილება ხელს შეუწყობს მოსკოვსა და თბილისს შორის რეალურ დიალოგს. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის, ამიტომ მოსკოვს თბილისთან დაახლოება აინტერესებს, რამაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გაურკვევლობა გამოიწვია”,_წერია სტატიაში.