ბრიტანეთში სამართალდამცავებმა მაგნა კარტას მოპარვის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა სალისბურის კათედრალში მოხდა.
როგორც ცნობილია, მაგნა კარტა, იგივე თავისუფლების დიდი ქარტია ინგლისში 1215 წელს გამოიცა და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა.
ქარტიის შედეგად ეკლესია გათავისუფლდა მეფის კონტროლისგან, სასამართლოებს მიენიჭათ დამოუკიდებლობა, აღიარეს მიწის მესაკუთრეთა უფლებები და მემკვიდრეობის უფლება, გამოცხადდა გადაადგილების თავისუფლება, აიკრძალა სანქციის გარეშე საკუთარი სახლების ჩხრეკა.