გორში, 8 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 2004 წელს მომხდარ დანაშაულში ფიგურირებს, რის გამოც 11 წლის ბიჭი გაუჩინარდა, საუბარია ბავშვის გატაცებასა და თანხის გამოძალვაზე. თუმცა, ნებიერიძეს დანაშაული არ დაუმტკიცდა.
დაუჩინარებული ბავშვის ოჯახს ხელახალი გამოძიების იმედია აქვს, ამის შესახებ დაკარგული ბავშვის დედა საუბრობს:
„ავტოფარეხს გვიშენებდა ეგ იაგო ნებიერიძე, თავის მამასთან ერთად. ბავშვი იყო დაკავშირებული ძალიან ახლოს, მასთან ერთად ამოდიოდნენ სახლში, სადილობდნენ, საუბრობდნენ და ცოტა ხანში ვიგებთ, რომ შვილი დაგვეკარგა. დაგვეკარგა და გადის რამდენიმე დღე, მოდის წერილი, წერია, თითქმის, რაც ჩემს შვილს შეეხებოდა – თავი სტკივა ბავშვს, რა ეჭირა ხელში, რა ეცვა, ავად არის, სიცხე ჰქონდა ბავშვს, დედას კითხულობს და ტირის ბავშვი. თან წერია, რომ 20 ათასი დოლარი უნდა ჩადოთ სიგარეტის კოლოფში და გადმოაგდოთ აივნიდან,“ – განაცხადა გაუჩინარებული მოზარდის დედამ, ხათუნა ბერძენიშვილმა.