ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანზე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მტკიცებით, უცნობი პირები ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დააფიქსირეს, ფულს უბნის ეზოში უნაწილებენ, რასაც ეს უკანასკნელები უარყოფენ.
„არიან ფარატინა ქაღალდებით მოსულები, მიმდინარეობს გადარეკვები და ხდება ფულის დარიგება. ძალადობაზე გადავიდნენ, არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას“, _განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა მურმან დუმბაძემ.