წინა წლებთან შედარებით, დღის 11 საათისთვის , ლაითურის # 13 და # 58 უბნებზე აქტივობა დაბალია. პროცესი მშვიდობიანად, წყნარად მიმდინარეობს, მოქალაქეები მოდიან და ხმას აძლევენ სასურველ კანდიდატს.
კითხვაზე, რითაა გამოწვეული დაბალი აქტივობა, გასულ წლებში ასე აქტიურ და ოპოზიციურად განწყობილ ლაითურში, დამკვირვებლები და რიგითი ამომრჩევლები განმარტავენ, რომ არასდროს იმდენი ადამიანი არ წასულ საზღვარგარეთ სამუსაოდ, როგორც წელს.
_მარტო პოლონეთში ორმოცი ოჯახია წასული, ასევე, გაცილებით მეტია წასული სამუშაოდ თურქეთში. ნარუჯაში, ორივე უბანზე, სულ 1900 ამომრჩეველი ფიქსირდება, რომელთაგან არჩევნებზე საშუალოდ 1100_ 1200 ცხადდებოდა. სავარაუდოდ, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, ეს რიცხვი უფრო დაბალი იქნება, _ გვითხრეს აქ.