საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დილის 8 საათიდან მიმდინარეობს და საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.
როგორც რამდენიმე წუთის წინ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამ დროისთვის წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით ფოთში რამდენიმე საჩივარია დაწერილი, რომელთაგან 1 შემთხვევა დასტურდება.
„დაიწერა რამდენიმე საჩივარი წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტულად ფოთში. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის ფარგლებში შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას. მათგან ამ ეტაპზე მხოლოდ 1 ფაქტი არის დადასტურებული. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად“,_აცხადებენ ცესკოში.