,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც პარტიის ლიდერმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმა უკეთეს მომავალს მისცა.
„გავაკეთე არჩევანი იმისათვის, რომ საიმედო იყოს ხვალინდელი დღე. გავაკეთეთ არჩევანი, რომ ეს მარაზმი წინასაარჩევნოდ საზოგადოების ფარული ჩანაწერებით და გულისამრევი რაღაცებით მართვა დასრულდეს“, _ განაცხადა უგულავამ.
წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველი ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს.