ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქში, სადაც 29 197 ამომრჩეველი ფიქსირდება, ჯერჯერობით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 7,7% მიიღო მონაწილეობა.
საოლქო კომისიაში ამ დროის მონაცემით შესულია ერთი საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან.
ოლქის თავმჯდომარის თამარ ბისიეშვილის თქმით, #02 უბანზე საარჩევნო კომისიის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უარი განაცხადა გადასატან საარჩევნო ყუთს გაჰყოლოდა და ახალგაზრდა იურისტების საჩივარიც ამის თაობაზეა.